კორონავირუსი

პერუში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ პოლიციელს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 17

GETTY IMAGES

პერუში კორონავირუსი 1 000-ზე მეტ პოლიციელს დაუდასტურდა. COVID-19-ით 17 სამართალდამცავია გარდაცვლილი. ისინი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფდნენ. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, კარლოს მორანს, სამართალდამცავებისთვის არასაკმარისი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობის გამოყოფისთვის აკრიტიკებდნენ. მისი გადადგომის შემდეგ თანამდებობა გასტონ როდრიგესმა დაიკავა. მისი ინფორმაციით, სამინისტრო პოლიციელებისთვის დამცავ საშუალებებსა და ტესტებს შეიძენს. მისივე თქმით, ამისთვის 15 მილიონი დოლარი გამოიყოფა. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პერუში კორონავირუსით ინფიცირების 25 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 700 ადამიანი. მე-6 კვირაა, ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული.

კომენტარები