კორონავირუსი იტალიაში

ბოლო 24 საათში იტალიაში COVID-19-ით 260 ადამიანი გარდაიცვალა, ყველაზე ნაკლები 14 მარტის შემდეგ

Reuters

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 260 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 2 324 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, იტალიაში კორონავირუსი 197 675 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, COVID-190-ით გარდაცვლილია 26 644 პაციენტი.  

იტალია კორონავირუსით ინფიცირებულთა დადსტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ყველაზე მეტი, 970 757 შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი. ესპანეთში დადასტურებულია ინფიცირების 226 629 ფაქტი. გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას მხოლოდ აშშ უსწრებს - აქ კორონავირუსს 54 941 პაციენტი ემსხვერპლა. 

იტალიაში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი 3 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებენ. 14 აპრილიდან გაიხსნა წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები.

კომენტარები