SNL

ბრედ პიტმა SNL-ში ენტონი ფაუჩი განასახიერა და ტრამპის გამოსვლებს უპასუხა - ვიდეო

SNL

ბრედ პიტმა "SNL"-ის [Saturday Night Live] შოუში აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის, როლი მოირგო.

ვიდეოში ბრედ პიტი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლებს უსმენს და მათ პასუხობს.

პირველ გამოსვლაში, რომელსაც მსახიობი უსმენს, ტრამპი ამბობს, რომ ვაქცინა "შედარებით მალე" გვექნება.

"შედარებით მალე საინტერესო ფრაზაა. სამყაროს მთელ ისტორიასთან შედარებით? ცხადია, ვაქცინა ძალიან მალე იქნება. თუმცა, თუ ჩვენს მეგობარს ვეტყვით, რომ შედარებით მალე დავბრუდებით და ამას წელიწად-ნახევარში გავაკეთებთ, მეგობარი, შესაძლოა, შედარებით გაბრაზდეს", - თქვა ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩის როლში.

შემდეგ გამოსვლაში ტრამპი ამბობს, რომ ვირუსი სასწაულებრივად გაქრება.

"სასწაული დიდებული იქნებოდა. ვის არ უყვარს სასწაულები? თუმცა სასწაულები არ უნდა იყოს პირველი გეგმა", - თქვა ბრედ პიტმა ენტონი ფაუჩის როლში.

მსახიობმა საუბარი მადლობით დაასრულა, რომელიც მან "ნამდვილ" ენტონი ფაუჩისა და ექიმებს გადაუხადა.

"მადლობა, ექიმო ფაუჩი, თქვენი სიმშვიდისა და მკაფიოობისთვის ასეთ დროს. ასევე, მადლობას ვუხდი მედიკოსებს, ექიმებსა და მათ ოჯახებს ბრძოლის მოწინავე ხაზზე ყოფნისთვის", - თქვა ბრედ პიტმა.

კომენტარები