კორონავირუსი საქართველოში

რეხვიაშვილი: თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ COVID 19 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში მცხოვრებ პირსაც დაუდასტურდა. მისივე თქმით, პირი 17 აპრილიდან თვითიზოლაციაში იყო და კომუნიკაცია შეზღუდული ჰქონდა. 

თეთრიწყაროს კლინიკის დირექტორის პაატა მეხრაძის ინფორმაციით, კარანტინში 35 ადამიანი იმყოფება. მათ შორის არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც. 

"35 ადამიანია კარანტინში და 19 არის დაინფიცირებული. კრიტიკული მდგომარეობა, რა ინფორმაციაც მე გამაჩნია, არაფერია. ყველა ღონისძიებას ატარებენ იმისთვის, რომ დადგინდეს, საიდან არის წყარო", - ამბობს მეხრაძე

საავადმყოფოს 31 თანამშრომელზე პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის ბოლოს ელოდებიან. 

26 აპრილიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც თეთრიწყაროში კორონავირუსით დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 15 - სამედიცინო პერსონალია. 

კომენტარები