ეროვნული ბანკი

EBRD: სებ-თან ერთად ქართული კომპანიებისთვის ლარზე ხელმისაწვდომობას ვზრდით

Getty Images

ევრობის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად კერძო კომპანიებისთვის ზრდის ლარზე ხელმისაწვდომობას კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად.

როგორც EBRD-ის განცხადებაში ვკითხულობთ, მათ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავეს დოლარისა და ლარის გადაცვლის მექანიზმი, რაც EBRD-ს საშუალებას მისცემს, ლარის სათანადო მარაგი ჰქონდეს და ადგილობრივ ფირმებს ეროვნულ ვალუტაში ასესხოს ფული.

განცხადების თანახმად, ამ მექანიზმის ფარგლებში პირველი ტრანზაქცია 2020 წლის 24 აპრილს განხორციელდა.

გარდა ამისა, მექანიზმი საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეხმარება, უცხოური ვალუტის რეზერვები დამატებით შეავსოს ამერიკული დოლარით.

ეროვნულმა ბანკმა 8 აპრილს გამოაცხადა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან 200 მილიონი დოლარის სავალუტო ოპერაციის შესახებ აფორმებდა ხელშეკრულებას.

კომენტარები