კორონავირუსი საქართველოში

რიჟვაძე: აჭარაში 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი პირველად სასურსათო კალათას მიიღებს

თორნიკე რიჟვაძე
Facebook/ თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟავაძის, თქმით, აჭარის მთავრობამ უკვე შეიმუშავა საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც უმაღლეს საბჭოს განსახილველად დღესვე გაეგზავნება. 

რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით არსებული შეღავათები საკმარისი არ არის და აჭარის მთავრობა ტურიზმის ხელშეწყობისა და სტიმულირების გეგმასაც წარადგენს. 

"ჩვენ გავაგრძელებთ განსაკუთრებით შეჭირვებული მოქალაქეების და შესაბამისი სამიზნე ჯგუფების სურსათით უზრუნველყოფას, ამიტომ, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, დაახლოებით, 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი იქნება უზრუნველყოფილი პირველადი სასურსათო კალათით", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სამართავად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებიდან 2 დღეში, 24 აპრილს წარადგინა. 

გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს. კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

კომენტარები