თვითდასაქმებულთა დახმარება

ტაქსის ლიცენზიის მფლობელები თვითდასაქმებულების 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

თეთრი ტაქსები
flickr.com

ტაქსის ლიცენზიის მფლობელები მთავრობისგან ერთჯერად, სამასლარიან დახმარებას მიიღებენ, რაც თვითდასაქმებულებისათვის არის განკუთვნილი. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

თანხის მისაღებად მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების წარდგენა დასჭირდებათ.

თვითდასაქმებულებმა რეგისტრაცია ონლაინპორტალზე უნდა გაიარონ, რომელიც მაისის შუა რიცხვებიდან ამუშავდება. პორტალზე პირადი მონაცემების გარდა, მათ საკუთარი სამუშაოსა და შემოსავლის შესახებ ინფორმაცია და რამე სახის დოკუმენტი უნდა ატვირთონ, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. 

ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ.

საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ დახმარების სოციალურ პაკეტზე. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ინიციატივით თვითდასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ხოლო დაქირავებით დასაქმებული კი 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს.

კომენტარები