კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში - 511

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 511 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსისგან ქვეყანაში 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 6 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 107 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534.  

საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები