მიშელ ობამა

ნეტფლიქსი მიშელ ობამას შესახებ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს

New Yorker

ნეტფლიქსი მიშელ ობამას შესახებ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს, რომელშიც ყოფილი პირველი ლედის მემუარების - "Becoming"-ის გამოსვლის შემდგომი ისტორიები იქნება გადმოცემული.

"აღელვებული გიზიარებთ, რომ 6 მაისს ნეტფლიქსი Becoming-ს გამოუშვებს. ნადია ჰოლგრინის გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩემი მემუარების გამოსვლის შემდეგ საოცარ ხალხთან შეხვედრის ისტორიებს მოყვება. ამ რთულ პერიოდში, იმედი მაქვს, შთაგონებას იპოვით და ფილმით გაერთობით", - წერს მიშელ ობამა.

მიშელ ობამას მემუარები "Becoming" 2018 წელს გამოვიდა და მალევე გახდა იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი. Penguin Random House-ის ინფორმაციით, დღემდე მემუარები 10-მილიონიანი ტირაჟით არის გაყიდული.

დოკუმენტერი ფილმის პრემიერა 6 მაისს შედგება.

კომენტარები