კორონავირუსი საქართველოში

შსს: სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, მისასვლელ გზებს ვაკონტროლებთ

რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. 

მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, ყველა შეზღუდვა, რომლის მოხსნაზეც მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია, ძალაში რჩება. 

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის შესახებ წინასწარ გააკეთებენ განცხადებას. 

სასაფლაოები საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 20 აპრილს დაიხურა.

როგორ მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ.

კომენტარები