კორონავირუსი საქართველოში

ბოლნისში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლნისში კორონავირუსი მედპერსონალს დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას ბოლნისის მერიაში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, COVID-19-ით სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ 5 თანამშრომელი დაინფიცირდა. 

ინფიცირებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ჯამში, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული.

მანამდე, ბოლნისის სასწრაფოს 5 თანამშრომელს კორონავირუსი 14 აპრილს დაუდასტურდა. ამ შემთხვევის გამო, ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამსახურმა ფუნქციონირება შეწყვიტა. რაიონს დმანისის და მარნეულის სასწრაფო დახმარების სამსახურები ეხმარება. 

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511 ფაქტია დადასტურებული, მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები