აშშ-საქართველო

აშშ-ის საელჩო: ვეხმარებით საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში

Shutterstock

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის.

"ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ის შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე", - აცხადებს საელჩო.

24 აპრილს აშშ-ის წარმოადგენლობამ განაცხადა, რომ 64$ მილიონს გამოყოფს საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.

გარდა ამისა, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.

კომენტარები