ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: მთავრობა სანამ არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, 4 დიდი ქალაქი ჩაკეტილი იქნება

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, სანამ მთავრობის მიერ არ გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღი, ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი, ჩაკეტილი იქნება.

"ეს ოთხი ქალაქი ისევ იქნება დაკეტილი, ანუ ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა იქნება აკრძალული. ასევე იმოქმედებს, როგორც დღეს მოქმედებს, კომენდანტის საათი...", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, რის ფარგლებშიც, 21:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გასვლა იკრძალება.

ჩაკეტილია ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი - გამონაკლისის სახით ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის და ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების უფლება მოსახლეობას მხოლოდ ორი დღით, 27-28 აპრილს მიეცა.

კვლავ იკრძალება სამ პირზე მეტის შეკრება, სავალდებულოა ორმეტრიანი დისტანცია და საჯარო ადგილებში ნიღბის ტარება.

27 აპრილიდან დაშვებულია მანქანების და ტაქსების მოძრაობა, ასევე, გაიხსნა ღია აგრარული ბაზრები და მუშაობის უფლება მიეცა ონლაინ სერვისებს.

კომენტარები