ეკონომიკური გეგმა

ბოკერია: აბსურდია, თვითდასაქმებულისთვის დასაბუთების მოთხოვნა, ქაოსის, ჩაწყობის წყარო იქნება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. ბოკერია სამ ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი ეს არის ის, რომ მთავრობა არ ამცირებს არსებითად გადასახადებს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.

"რაღაც საშემოსავლოს მინიმალური ხელფასის დაბეგვრაში 750 ლარზე გამოქვითვა გააკეთეს, რაც შესაძლოა, ნიშნავს 2%-ით შემცირებას. ეს არის ზღვაში წვეთი, ამ გზავნილით, ასეთი ტვირთის შემცირებით წვრილ და საშუალო მეწარმეებს და მოქალაქეებს შანსი არ აქვთ რომ წელში გაიმართონ", - ამბობ ბოკერია.

ბოკერია მთავრობა იმის გამოც აკრიტიკებს, რომ არც საპენსიო ფონდში დაგროვებულ ფულს უბრუნებს მოსახლეობას და არც შენატანს აჩერებს.

"რაც შეეხება დახმარებს, ორასი ლარის მიცემა, გარდა იმისა, რომ ზოგადად ძალიან მცირე თანხაა, არასწორია, რომ 300 ლარიანი ხელფასი ვისაც ჰქონდა იმასაც 200 ლარი მისცე და 1 500-იანსაც. იმიტომ რომ 1500 ლარიანი ოჯახი, რომელიც უფრო შეძლებულია, მეტ ფინანსურ დახმარებას საჭიროებს. მას თუ ჩამოენგრა ფინანსური წესრიგი, ყველაზე ახდენს ეს გავლენას, ამიტომ ჩვენს გეგმაში არის 50%-ით დაფარვა ამ დანაკარგის", - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება თვითდასაქმებული ადამიანების დახმარებას, ბოკერია ამბობს, რომ აბსურდია მთავრობის მხრიდან დასაბუთების მოთხოვნა, მისივე თქმით, ამ ვითარებაში ამის დრო არც არის. ბოკერია ამბობს, რომ ყველასთან ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს და მთავრობა მოჭრილ თანხას უნდა აძლევდეს.

"ეს იქნება უკეთეს შემთხვევაში ქაოსის, უარეს შემთხვევაში ჩაწყობის, ნეპოტიზმის, უსამართლობის წყარო, ამიტომ არის, რომ ჩვენს გეგმაში მოჭრილი თანხა არის მათთვის გათვალისწინებული, ვაუჩერიანად გამოდის 520 ლარი ყველაზე. რკვევა თუ დაიწყე იქ სადაც არ გაქვს მყარი კრიტერიუმი, მიიღებ უარესს", - თქვა ბოკერიამ.

მთავრობის ეკონომიკური გეგმის მიხედვით, ყველა ვინც სამსახური დაკარგა მიირებს 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, ხოლო თვითდასაქმებული ადამიანები ერთჯერადად სამას ლარს. თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია პირმა წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. უკვე ცნობილია, რომ მთავრობა იმ ადამიანებს არ დაეხმარება, ვინც ფიზიკურ პირებთან იყვნენ დასაქმებულები.

კომენტარები