PCR ტესტები

გამყრელიძე: ამ წუთას, 21 000 PCR ტესტის მარაგია ქვეყანაში

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში 21 000 PCR ტესტის მარაგია. გამყრელიძის თქმით, დაახლოებით 40 000 ტესტი ჩინეთიდან ხვალისთვის ჩამოვა.

"ამ წუთას, 21 000 PCR ტესტის მარაგია ქვეყანაში. ამაღამ ჩამოდის ჩარტერი, რომელიც ჩამოიტანს კიდევ და შევავსებთ ჩვენს მარაგებს. ამჟამად გვაქვს გერმანული, ბრიტანული, ამერიკის "სიდისის", სამხრეთი კორეის და ჩინეთის. ამაღამ ჩარტერი ჩამოდის ჩინეთიდან. ჩინეთში დაახლოებით 50 ბიოტექნოლოგიური კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტესტს, არჩეულია ერთერთი საუკეთესოები. ხვალ, დაახლოებით, 40 000 ტესტი დაემატება არსებულს", - ამბობს გამყრელიძე ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია".

მისივე ცნობით, თუ აქამდე დღიურად 250-დან 400-მდე PCR ტესტი ტარდებოდა, ბოლო ერთი კვირაა ეს მაჩვენებელი 700-მდეა ასეული.

"ალბათ, აპრილის ბოლოს ავალთ 1000-ზე. 1500-ზე გვინდა რომ მაისის დასაწყისში ავიდეთ და შემდეგ 3000-ზე... 2500-დან 3000-მდე დღეში ესაა ჩვენი სამიზნე, რომ მაისის ბოლოსთვის ავიდეთ ამ სამიზნე მაჩვენელებზე. მხედველაში მაქვს PCR ტექნოლოგიები", - ამბობს გაყრელიძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, აქედან განიკურნა 168 პაციენტი. COVID-19-ით 6 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები