კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 24

Shannon Stapleton/Reuters

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულია 24 პაციენტი. დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

"დილის ინფორმაციით, არ გვაქვს დამატებული დადებითი შემთხვევა. ჩატარდა სულ 97 ტესტირება და ყველასთან გვქონდა უარყოფითი პასუხი", - თქვა ნიჟარაძემ. 

ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმის კლინიკა მედალფაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა უკეთესი, ვიდრე გასულ პერიოდში. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალოა.  

ნიჟარაძის თქმით, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი 35 პირს აქვს დადასტურებული და მათი კონტაქტების 80% გამოკვლეულია. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები