მონეტარული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე შეამცირა

newposts.ge

29 აპრილს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-იდან 8,5%-მდე შეამცირა. 

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის ფონზე შექმნილი ვითარება მკაცრ მონეტარული პოლიტიკას აღარ საჭიროებს და ბანკი ეტაპობრივად შეცვლის მას. 

განცხადების მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთის დღევანდელი შემცირების მიუხედავად, ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მკაცრ მონტერულ მიდგომებს და პოლიტიკის შემდგომი შერბილება უახლოეს თვეებში განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. 

ბანკის პროგნოზით, ქვეყნის დაცემული მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შეამცირებს ინფლაციასაც. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მთავრობის მსგავსად, ბანკი 4%-იან კლებას პროგნოზირებს. ბანკის წინასწარი მონაცემებით, მარტში ექსპორტი 22%-ით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 70%-ით, ხოლო საერთაშორისო ფულადი გზავნილები - 9%-ით შემცირდა. 

ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ვითარების ფონზე, გაზრდილია ლიკვიდურობის და საკრედიტო რისკი. იმისთვის, რომ ეს რისკები ეკონომიკის შემზღუდავ ფაქტორად არ იქცეს, სებ-მა რამდენიმე ინსტრუმენტი აამოქმედა, მათ შორის სვოპ ოპერაციით დამატებითი ლიკვიდობის მიწოდება, როგორც ბანკებისთვის, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 24 ივნისს არის ჩანიშნული.

კომენტარები