მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრი გახდეს

მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ზელენსკის მრჩეველი გახდეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, არსებული ცნობებით, სააკაშვილი შესაძლოა რეფორმების ეროვნულ საბჭოში შევიდეს. საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით.

28 აპრილს უკრაინულ მედიაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან ვიცეპრემიერის პოსტზე საქართვლოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, კანდიდატურა უკან გაიწვია, რის მიზეზადაც დეპუტატთა შორის ხმების ნაკლებობა დასახელდა.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა, ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

კვლავ განიხილება თუ არა სააკაშვილის კანდიდატურა - რა უპასუხეს ტაბულას ამ კითხვაზე, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები