რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 120 ათასამდე მომხმარებელს სესხს უიაფებს

REUTERS

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, 119 700 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება.

საზოგადეობა და ბანკების თანახმად, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

29 აპრილს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-იდან 8,5%-მდე შეამცირა. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის ფონზე შექმნილი ვითარება მკაცრ მონეტარული პოლიტიკას აღარ საჭიროებს და ეროვნული ბანკი ეტაპობრივად შეცვლის მას. 

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები