სირია

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ქალაქ აფრინში აფეთქებას 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

AFP

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სირიის ქალაქ აფრინში აფეთქებას 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 11 ბავშვი. თურქეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებს აკისრებს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა.

აშშ-მა მომხდარი დაგმო და სირიაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

თურქეთი ქურთისტანის სახალხო შენაერთებს ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს და ამ საბაბით ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მათ სირიელ ამბოხებულებთან ერთად ქალაქი აფრინი, რომელსაც მანამდე ქურთისტანის სახალხო შენაერთები აკონტროლებდნენ 2018 წლის მარტში აიღეს.

კომენტარები