ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან გაუფასურდა და ევროსთან გამყარდა.

დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებამ 0.18 თეთრი შეადგინა, ევროსთან გამყარებამ კი - 0.74 თეთრი.

ამრიგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.2032 ლარი გახდა, ხოლო ერთი ევროსი - 3.4748 ლარი.

ლარი აგრეთვე გაუფასურდა თურქულ ლირასთან, ბრიტანულ ფუნტთან კი გამყარდა.

თითქმის ორი კვირაა, რაც ლარი დოლართან მიმართებით ღირებულებას ისევ კარგავს. ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 27 აპრილს 20 მილიონი დოლარი გაყიდა უცხოური ვალუტის რეზერვებიდან, თუმცა ამან გაუფასურება ვერ შეაჩერა.

კომენტარები