კორონავირუსი

ჯანმო: ბავშვებში COVID-19-ის დაავადების გართულება იშვიათია

Teller report

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბავშვებში COVID-19-ის დაავადების გართულება იშვიათია, მათ "დიდ უმრავლესობას" ვირუსის არამწვავე სიმპტომები აქვს და მალე ჯანმრთელდება. თუმცა, ჯანმო-ს განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვების მცირე რიცხვს იშვიათი ანთებითი სინდრომი განუვითარდა.

ამჟამად იტალიელი და ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები იკვლევენ შესაძლო კავშირს კორონავირუსის პანდემიასა და მწვავე ანთებითი დაავადების მქონე მცირეწლოვნებს შორის, რომლებიც მაღალი სიცხითა და შესიებული არტერიით საავადმყოფოებს აკითხავენ.

ამ საკითხის ერთერთმა სპეციალისტმა Reuters -ს განუცხადა, რომ აშშ-ში სამ ბავშვს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, იშვიათ ანთებით სინდრომს მკურნალობენ, რაც ბრიტანეთში, იტალიაში და ესპანეთში მსგავს შემთხვევებს წააგავს.

ჯანმო ბრიტანეთიდან მიღებულ ცნობებს ბავშვების მცირე რაოდენობაზე ანთებით დაავადებაზე გამოეხმაურა:

"ეს ძალიან წააგავს კავასაკის სინდრომს, თუმცა, ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს".

კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვებს, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ზომის არტერიებს აზიანებს.

ჯანმო-მ კლინიკების გლობალურ ქსელს ამის შესახებ შეატყობინა, რათა მსგავსი შემთხვევის აღმოჩენა გაუმარტივდეთ.

"ყველა მშობლისთვის მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ბავშვების დიდ, დიდ უმრავლესობას, რომლებიც ახალი კორონავირუსით დაავადდებიან, არამწვავე სიმპტომები ექნებათ და სრულიად გამოჯანმრთელდებიან," - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა.

კომენტარები