დავით ცინარიძე

ცინარიძის ადვოკატი: არის რესურსი, რომ ოჯახმა ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება

დავით ცინარიძე
შსს

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის, ადვოკატის კახა კვისტანის თქმით, ბრალდებულისთვის ჯერ არ დაუსვამთ ოფიციალურად კითხვა - აღიარებს თუ არა დანაშაულს.

"შესაბამისად, ამ კითხვაზე ბატონი დავითის პასუხი უცნობია, როგორც დაცვის მხარისთვის, ისე ბრალდებისთვის" - ამბობს ხვისტანი.

ადვოკატის შეფასებით, პროკურატურას ძალიან გაუჭირდება ბრალდების დამტკიცება, რადგან "ელემენტარული რაღაციდან არის აჟიოტაჟი ატეხილი". მისი თქმით, ბრალდების მხარეს "ძალიან სუსტი" მტკიცებულებები აქვს.

"ნაკლებად მძიმე დანაშაულებია ორივე, სანქცია არ არის მძიმე, მაგრამ უნდაქ გითხრათ, რომ ბრალდებას ძალიან გაუჭირდება ამ საქმის სასამართლოზე გატანა და გამამტყუნებელი განაჩენით საქმის დასრულება. საქმე არის ძალიან სუსტი მტკიცებულებების კუთხით, ელემენტარული რაღაციდან არის აჟიოტაჟი ატეხილი. დღესდღეობით მეუღლეებს შორის არავითარი დაძაბულობა არ არის და რესურსი, რომ ოჯახმა ნორმალურად გააგრძელოს ცხოვრება, არსებობს" - ამბობს ადვოკატი.

გამოძიება საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამმა ცინარიძემ ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა,  რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა.

ბრალდების მხარემ დავით ცინარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საკითხზე 2020 წლის 30 აპრილს იმსჯელებს.

კომენტარები