მარკ ზაკერბერგი

ზაკერბერგების ფონდი Covid-19-ის გამოსაკვლევად 13,6 მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი "ჩან ზაკერბერგის ინიციატივა" ახალი კორონავირუსის გამოკლევისთვის 13,6 მილიონ დოლარს გაიღებს. საქველმოქმედო ფონდი 2015 წელს მარკ და ჩან ზაკერბერგებმა დააარსეს. 

გამოყოფილი თანხა კვლევითი ინსტიტუტის UC San Francisco-ს, სტენფორდის უნივერსიტეტისა ჩან ზაკერბერგის ბიოჰაბის ერთობლივ პროექტს მოხმარდება, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურის რაიონში Covid-19-ის გავრცელებისა და იმუნურობის გამოკვლევას გულისხმობს. 

გამოყოფილი თანხა ორ მიმდინარე კვლევაზე დაიხარჯება. ერთ-ერთი კვლევის შედეგად წარმოდგენილი იქნება შემზღუდავი ნორმების შემსუბუქებისთვის საჭირო ზომების ჩამონათვალი. ხოლო, მეორე კვლევა მიმართულია სამედიცინო პერსონალის იმუნური სისტემის შესწავლაზე. 

საქველმოქმედო ფონდი ჩან ზაკერბერგის ინიციატივა 2015 წელს დაარსდა. ფონდი პერიოდულად ინვესტიციურ შემოწირულობებს ახორციელებს ისეთი მიმართულებებით როგორიცაა სხვადასხვა დაავადებათა აღმოფხვრა, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესება. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფონდმა საქველმოქმედო მიზნებისთვის ჯამურად 56 მილიონი დოლარი გამოყო. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 60 207 პაციენტი.

კომენტარები