ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

ტიკარაძე ეროვნულ გამოცდებზე: ყველა ვმუშაობთ შესაძლო გამოსავალზე

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებები ერთობლივად მუშაობენ გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები.

ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ გამოცდების შესახებ გადაწყვეტილებები ვირუსის გავრცელების იმდროინდელი მდგომარეობის მიხედვით იქნება მიღებული.

„ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს ყველა უწყების მხარეს რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის განათლების სამინისტრო. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ყველა იმ შესაძლო გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. თუმცა, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგება ეს ფაქტი და ჩვენთვის ცნობილი იქნება, იმ ეტაპზე საქართველოში როგორი იქნება ვირუსის და ეპიდემიის გავრცელება", - თქვა ტიკარაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც წესი, ივნის-ივლისში ტარდება.

6 აპრილს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ სემესტრი არ ჩავარდება, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღიც ცვლილება კი არ განიხილება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა პირველი მარტიდან შეწყვეტილია.

კომენტარები