ავატარი

AVATAR 2: სიგურნი უივერის ფოტო გადასაღები მოედნიდან

SyFy

მომავალი ბლოკბასტერის პროდიუსერმა ჯონ ლანდაუმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ავატარის გაგრძელებაზე მუშაობის დროს არის გადაღებული. ფოტოზე თავად პროდიუსერი, მსახიობები ჯოელ მური და სიგურნი უივერი არიან აღბეჭდილი.

"ავატარის სიქველების გადასაღები მოედნიდან ფოტოების გამოქვეყნების საშუალება მომეცა. ნელ-ნელა სხვა სურათებსაც იხილავთ. პირველ ფოტო, რომელშიც მე, სიგურნი უივერს და ჯოელ დევიდ მურს ხედავთ 26-ე ბაზაზეა გადაღებული."

რეჟისორი ჯეიმს კამერონი ერთდროულად ავატარის 4 გაგრძელებას იღებს. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები