ცნობილი ადამიანები

“ძალიან აღელვებულები ვართ” - ჯიჯი ჰადიდმა დაადასტურა, რომ ორსულად არის

ჯიჯი ჰადიდი
Getty Images

ჯიჯი ჰადიდმა ჯიმი ფელონთან გადაცემაში სტუმრად ყოფნისას დაადასტურა, რომ ორსულად არის და პირველ შვილს ელოდება.

"სინამდვილეში, ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს ამბავი სხვანაირად გამოგვეცხადებინა. თუმცა, აღელვებულები და ბედნიერები ვართ, ასევე მადლიერები ვართ კეთილი სურვილებისა და მხარდაჭერისთვის", - თქვა ტოპმოდელმა.

ჯიჯი ჰადიდის ორსულობის შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. TMZ-ის ცნობით, ტოპმოდელი უკვე 20 კვირის ორსულია და გოგოს ელოდება.

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. ისინი ერთმანეთს ორჯერ დაშორდნენ, თუმცა 2019 წელს საბოლოოდ შერიგდნენ და მას შემდეგ ერთად არიან.

კომენტარები