კორონავირუსი

მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს და მოსავალი შეუნარჩუნეს

UN WOMEN GEORGIA

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს.

"სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, - ამბობს ნაირა UN Women Georgia-ს ცნობით.

ნაირა პაქსაძე ფონდ ტასოს სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.

კომენტარები