მკვლელობა ყანდაურაში

კახეთში, სოფელ ყანდაურაში ოჯახის წევრის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

კახეთში, სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს, ასევე, მეზობლებს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახეთში, სოფელ ყანდაურაში, 2019 წელს მომხდარი მკვლელობისთვის 1 პირი - ნ.გ. 25 აპრილს დააკავეს, მასზე ძებნა 2019 წლის 20 ივლისს გამოცხადდა.

სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 2019 წლის 3 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ადამიანი - რძალი, შვილი და მეზობელი დედა-შვილი ურთიერთშელაპარაკებისას 85 წლის კაცმა მოკლა. ასევე, დაჭრა ცოლიც, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა, შემდეგ მას ბრალი დაუზუსტდა და მკვლელობაში დახმარებას ედავებოდნენ. კაცი ამავე წლის სექტემბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე დააკავეს მისი შვილიშვილიც - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

კომენტარები