Hercules

DISNEY ჰერკულესის ანიმაციის მიხედვით ფილმს გადაიღებს

1997 წელს გადაღებული ჰერკულესის ანიმაცია.

Disney 1997 წელს გადაღებული საკულტო ანიმაციის, Hercules-ის ფილმს გამოუშვებს - ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა.

ფილმის სცენარისტი დეივ კალაჰამი იქნება, რომელიც პარალელურად მარველის ფილმზე - Shang-Chi and the Legend of the Ten Rings - მუშაობს. გარდა ამისა, ჰერკულესის ფილმის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ "Avengers: Endgame and Infinity War"-ის რეჟისორები, ჯო და ანტონი რუსოები.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი მსახიობები დაამტკიცეს ჰერკულესის ფილმისთვის.

Hercules ბერძნული მითოლოგიის მიხედვით გადაღებული ანიმაციაა, სადაც მთავარი პერსონაჟი ჰერკულესია და ისტორიაც მის გარშემო ვითარდება. ჰერკულესი, რომელიც ღმერთების შვილია, ბავშვობაში იძულებული გახადეს, რომ მოკვდავებთან ეცხოვრა, როგორც ნახევრად ადამიანს და ნახევრად ღმერთს. მთელი ანიმაციის განმავლობაში, მთავარ გმირს მრავალი გამოწვევის გადალახვა უწევს, რათა დაამტკიცოს, რომ ოლიმპოს მთაზე ცხოვრებას იმსახურებს.

კომენტარები