მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

თურნავა: წლევანდელი წელი, სულ მცირე, მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის

0 კომენტარი

"წლევანდელი წელი, ყველაზე კონსერვატიული დათქმებით და პროგნოზებით, სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის", - ამის შესახებ ეკნომიკიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.

თურნავას თქმით, არსებობს შანსი, რომ 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, სულ მცირე, 4%-ს მიაღწიოს. ეკონომიკის მინისტრმა პანდემის ფონზე დაზარალებულ ბიზნესებზე და მათ დასახმარებლად სახლმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

"პირველ რიგში რაც კეთდება და რაც გაკეთდა, ესაა ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ. ესაა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეთავაზებული შეღავათი ბიზნესებს - 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში შეღავათი, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება.

ეს არის შესაძლებლობა და შანსი ბიზნესისთვის, რომ ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ დღეს აწევთ, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში ბიზნესს, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ", - ამბობს თურნავა.

24 აპრილს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა წარადგინა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები