რიდლი სკოტი

რიდლი სკოტის კომპანია პანდემიაზე ფილმს გადაიღებს

Deadline

რეჟისორის რიდლი სკოტის მიერ დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანია Scott Free Productions ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს, რომელიც გამოგონილი ვირუსის - კონგოლის პანდემიას შეეხება.

მომავალი ფილმი ლოურენს რაითის რომანის The End of October ეკრანიზაციაა. წიგნის მთავარი გმირი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომელი ჰენრი პარსონსია. მომაკვდინებელი ვირუსი სწრაფად ვრცელდება, მსოფლიოს ჰუმანიტარული კატასტროფისა და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

რაითის რომანი გაყიდვაში მიმდინარე წლის აპრილში გამოვიდა. ავტორს წიგნის დაწერისკენ რიდლი სკოტმა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ უბიძგა.

ამ ეტაპზე პროექტის რეჟისორი და სამსახიობო შემადგენლობა უცნობია. 

კომენტარები