კორონავირუსი საქართველოში

მარნეულში COVID-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერს დაუდასტურდა

CNN

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, კორონავირუსი მარნეულის საწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. 

"მარნეულის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯერი დაინფიცირდა COVID-19-ით. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა. რამდენადაც ვიცით, ჩაუტარდება ანალიზი ყველა პიროვნებას, სასწრაფოს ექიმებს, სოფლის ექიმებს და ყველას, ვინც დაკავშირებულია აღნიშნულ კონტაქტთან", - ამბობს დარგალი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

კორონავირუსით, ჯამში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 თანამშრომელია ინფიცირებული. მათგან 21 ბოლნისის სასწრაფოს ექიმია.

დღეს, 1 მაისს კორონავირუსის დადასტურებული 27 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო მარნეულია.

საქართველოში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები