ფასების ზრდა

თურნავა: ფასების ზრდა გლობალურმა შოკმა განაპირობა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფასების ზრდის მიზეზი გლობალური შოკია, რომელმაც ასევე განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევა, გზავნილები, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიების შეჩერება და სხვა.

"მტკივნეული პროცესია. რა თქმა უნდა, ამ გლობალურ გამოწვევას არ შეეძლო ჩაევლო ისე, რომ ჩვენს ბაზარს არ დატყობოდა, მათ შორის, სამომხმარებლო ფასებსაც.

ამას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის, ეროვნულ ვალუტასთან და მის კურსთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასევე გამოწვეულია ამ გლობალური კრიზისით - პირველი, რაც მოხდა, ის არის, რომ შემცირდა სავალუტო შემოდინებები და ის ინდუსტრიები, როგორიც არის ტურიზმი, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიები, შენელდა და შეჩერდა.

შესაბამისად, შეჩერდა სავალუტო შემოდინებები, მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდანაც, ვინც საზღვარგარეთ არის წასული და აქ რიცხავდა საკუთარი შრომის ნაყოფს. ძალიან დიდი შემოსავალი აქედან შემოდიოდა. თუმცა, არა მარტო. ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის და აქედან გამომდინარე, ფასების რყევაც ამით არის განპირობებული. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გადავლახავთ კრიზისს, რა თქმა უნდა, სტაბილიზაცია მოხდება“, - თქვა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ 2021 წლისთვის ინფლაცია ე.წ მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები