კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: COVID-19-ით გარდაცვლილის ცოლი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, ისიც უმძიმესია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსი დღეს, 1 აპრილს გარდაცვლილი კაცის ცოლსაც აქვს დადასტურებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

"მისი მეუღლე ახლა ჩვენთან წევს. უმძიმესია ისიც. ასაკოვან ქალბატონს ქრონიკული დაავადებები აქვს და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. თუმცა, ისეთი მძიმე, როგორც კაცი იყო, არ არის. კაცი ზღვის ჰოსპიტლიდან გადმოიყვანეს, მეუღლე სხვა საავადმყოფოდან", - ამბობს ტურძელაძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

დღეს, 1 აპრილს საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა - 83 წლის კაცი. 

"უმძიმესი პაციენტი იყო. იყო აპარატულ სუნთქვაზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. კიდურები ჰქონდა მოკვეთილი", - თქვა ტურძელაძემ გარდაცვლილ პაციენტზე საუბრისას. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები