ევროპული საქართველო

ბოკერია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, 8 მაისიდან გახსნას ეკონომიკა, ყველა სახის ბიზნესი

ტაბულა

ევროპული საქართველოს მოუწოდებს ხელისუფლებას, 8 მაისიდან გახსნას ეკონომიკა და ყველა სახის ბიზნესი, რომ მოქალაქეებს ოჯახების შენახვის შესაძლებლობა მიეცეთ, მანამდე კი შეიმუშაოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის. ასეთი წესებია პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცირების დაცვა.

პარტიის ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს. 

მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები, ხშირ შემთხვევაში, თავიდანვე აბსურდული იყო და შერჩევითად სრულდებოდა. 

"ყველანი ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში მთავრობებმა დაიწყეს სწრაფად გამოყვანა ეკონომიკის, მისი გახსნა და მოქალაქეებისთვის შანსის მიცემა, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ და აღარ მიიღონ უმძიმესი დარტყმები", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა ტემპით გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან - ქვეყნები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და ის, ვინც ამ პროცესში დააგვიანებს, კიდევ უფრო დაზარალდება. 

"აქამდე შემოღებული შეზღუდვები იმდენად შერჩევითი და არათანმიმდევრული იყო, რომ აპრიორი დაკარგა ეფექტი და აზრი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გამოსვლის გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის და გაუაზრებელი, დამატებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ბოკერია.

კიდევ რა აკრძალვების მოხსნისკენ მოუწოდებს პარტია ხელისუფლებას წაიკითხეთ აქ.

კომენტარები