კორონავირუსი საქართველოში

კახეთში covid 19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების ექიმი

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების ექიმი. 

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის, ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა 50 წლამდე ქალს, რომელიც ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა. მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. ეპიდემიოლოგები ექიმის კონტაქტებს სწავლობენ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა.

კომენტარები