ვატიკანი

იტალიაში პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილმა ტრანსგენდერთა ნაწილმა პაპის შემწეობა მიიღო

კარდინალი კონრად კკრაიევსკი და პაპი ფრანცისკე
REUTERS

იტალიაში, რომთან ახლოს მდებარე საზღვაო ქალაქთან, კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა სექსმუშაკი ტრანსგენდერების ჯგუფმა პაპი ფრანცისკეს შემწეობა მიიღო.

მათ თავდაპირველად ადგილობრივ კათოლიკე მღვდელს სთხოვეს დახმარება, რათა საკვები ეყიდათ. თუმცა, მისი რესურსები, კრიზის გამო, ისედაც მწირი იყო, ამიტომ კარდინალ კონრად კრაიევსკის მიაკითხა, რომელიც ვატიკანის საქველმოქმედო ორგანიზაციას მართავს.

კარდინალის ოფიციალური წოდებაა პაპის მოწყალების გამნაწილებელი. 

"მე არ მესმის, რატომ იპყრობს ეს საკითხი ამხელა ყურადღებას. ეს ეკლესიისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ეს ნორმალურია", - განაცხადა კარდინალმა. 

მისივე თქმით, ტრანსგენდერები მეტწილად დოკუმენტების გარეშე არიან და მათთვის რთულია იტალიის სახელმწიფო დახმარების მიღება.

"ყველაფერი დაკეტილია, მათ რესურსი არ აქვთ. ისინი მღვდელთან მივიდნენ. პოლიტიკოსთან ან პარლამენტართან ვერ მივიდოდნენ. მღვდელმა კი ჩვენ მოგვაკითხა", - დასძინა მან.

კომენტარები