კორონავირუსი საქართველოში

NCDC: 2019 წლის პირველ 3 თვეში 4%-ით მეტი ადამიანი გადაიცვალა, ვიდრე 2020-ის იმავე პერიოდში

benjielayug.com

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა 12 474-ია. 

როგორც NCDC წერს, ეს მაჩვენებელი 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13 011) 4%-ით ნაკლებია. 

"შედარებისთვის, 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 12 335)", - წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. 

NCDC-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მცირე ინფორმაცია არსებობს და გავრცელების ზუსტი მასშტაბების დადგენა საკმაოდ რთულია, მრავალ ქვეყანაში ერთერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც განიხილავენ. 

ცენტრის ცნობით, ამ ინდიკატორით ქვეყნები ცდილობენ შეაფასონ, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა ამ დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის კუთხით. 

"მომატებული სიკვიდლიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვდილიანობა ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში და ნიდერლანდებში", - წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. 

კომენტარები