კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური რიცხვი ბოლო შვიდ კვირაში ყველაზე დაბალია

უკანასკნელი მონაცემებით, გასულ 24 საათში, ესპანეთში ახალი კორონავირუსით 164 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 18 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

ჯამში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 25 264 ადამიანია გარდაცვლილი.

გასულ 24 საათში დაინფიცირების 900-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მაჩვენებელმა მთლიანობაში 217 466-ს მიაღწია.

ახალი კორონავირუსისგან ესპანეთში 117 ათასზე მეტი ადამიანია გამოჯანმრთელებული.

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა, აპრილის მეორე ნახევრიდან კი შეზღუდვების ეტაპობრივი შერბილება დაიწყო.

კომენტარები