კორონავირუსი საქართველოში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ბაზარი გაიხსნა

დღეიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ადგილზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული. 

ბაზარში დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. დასაქმებულებს ევალებათ პირბადეებით და ხელთათმანებით მუშაობა.

ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო. ეს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებაა. თუმცა, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანაში არაერთი ბაზარი ამ დრომდე ვერ გაიხსნა.

კომენტარები