ჯო პანტოლიანო

მსახიობ ჯო პანტოლიანოს მანქანა დაეჯახა

Netflix

ამერიკელ მსახიობს ჯო პანტოლიანოს გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა. 

ინციდენტის დროს მსახიობი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. პანტოლიანო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაზარალებულს ძლიერი ტვინის შერყევა ჰქონდა და თავზე რამდენიმე ნაკერის დადება მოუწია.

მოგვიანებით მსახიობმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა:

პანტოლიანოს საკულტო სერიალში სოპრანოს კლანი შესრულებული როლისთვის სატელევიზიო პრემია ემი აქვს მიღებული. მაყურებელი მას მატრიცაში განსახიერებული საიფერის როლით იცნობს.

კომენტარები