ავტოსაგზაო შემთხვევა

ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ტრაქტორის მძღოლია, ის ხევში გადავარდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ის ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები