კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში COVID-19-ით ერთ დღეში 174 ადამიანი გარდაიცვალა - ყველაზე ნაკლები 10 მარტის შემდეგ

FT

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 174 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში 1 დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 10 მარტის შემდეგ

ერთ დღეში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 1 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შაბათის, 3 მაისის მონაცემებით, იტალიაში ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 474 იყო, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი - 1 900.  

იტალიაში, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 210 717 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსისგან 81 654 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 884 ადამიანი კი გარდაიცვალა. გარდაცვალების დადასტურებული რაოდენობით იტალია მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. 

მსოფლიოში COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 3 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. მათგან 1 145 031 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 246 950 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში 8-კვირიანი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება ორშაბათიდან, 4 მაისიდან იგეგმება. ქვეყანაში გაიხსნება პარკები, ქარხნები და სამშენებლო უბნები. ხალხს საშუალება ექნება, ესტუმრონ თავიანთ ნათესავებს, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. იტალია 10 მარტს მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა.

კომენტარები