მაღაზიის ქურდობა

შსს: ტექნიკის მაღაზიის გაქურდვისთვის ზუგდიდში 2 პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის 2003 წელს დაბადებული ორი პირი - პ.ს. და შ.ჭ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს. სამართალდამცველებმა 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები