კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა ნებადართული იქნება

მთავრობის ადმინისტრაცია

5 მაისიდან ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. 

"ეს კრიტიკულად ნიშვნელოვანია, როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის ასევე, გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს"- ამბობს გახარია. 

პრემიერის თქმით, ხვალიდან, 5 მაისიდან გასცემენ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე სამშენებლო კომპანიებმა და ასევე ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებული არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. 

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ.

კომენტარები