ამინდის პროგნოზი

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდი იქნება 6-7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 

სინოპტიკოსების ცნობით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. 

მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები