კორონავირუსი

Der Spiegel: NATO ახალი კორონავირუსის მეორე ტალღისათვის ემზადება

AP

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, NATO-ში შიშობენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი და გადაწყვეტილია, მასთან გასამკლავებლად მომზადდეს სამხედრო სამოქმედო გეგმა.

გამოცემის მიხედვით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს ელჩებთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომელზეც სამოქმედო გეგმის შექმნაზე შეთანხმდნენ. გეგმას ივნისში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

Spiegel-ის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე კოორდინირებული პასუხი იქნება ალიანსის სანდოობის და კავშირის გამოცდა. მან ასევე შესთავაზა წევრ ქვეყნებს, ნატოს სააგენტოების მეშვეობით, ერთობლივად შეეძინათ დამცავი აღჭურვილობა და მედიკამენტები. ელჩები ასევე შეთანხმდნენ პანდემიასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებაზე.

გამოცემა ინფორმაციის წყაროს არ აკონკრეტებს.

კომენტარები