ლეგენდარული ინგლისელი მსახიობის ოდრი ჰეპბერნის დაბადებიდან 91 წელი გავიდა.
ჰეპბერნმა ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში ათობით დაუვიწყარი როლი შექმნა. ცნობილ ნამუშევრებს შორის არის რომაული არდადეგები, საბრინა, ჩემი მშვენიერი ლედი, ომი და მშვიდობა. იყო ოსკარის, ოქროს გლობუსის, ბაფტას, კინომსახიობთა გილდიის, ტონის, ემისა და გრემის ჯილდოების მფლობელი. კინოში განსახიერებული როლებით, ორიგინალური სტილით, ქველმოქმედებითა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლით სახელგანთქმული ჰეპბერნი, თავისი თაობისა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. უკანასკნელი როლი შეასრულა 1989 წელს, სტივენ სპილბერგის ფილმში Always.
წარმოგიდგენთ ოდრი ჰეპბერნს კადრს მიღმა.