ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებულთა სქესი, ასაკი, სიმპტომები - NCDC-ის მონაცემები

Shannon Stapleton/Reuters

5 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 240 გამოჯანმრთელდა, 9 - დაიღუპა. კლინიკებში რჩება 355 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე ინფიცირებულთა სქესის, ასაკის, სიმპტომების შესახებ ინფორმაცია 30 აპრილის ჩათვლით არის განთავსებული. ამ დროს Covid 19 566 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებული - 207.

30 აპრილისთვის, ინფიცირებულთა 49% ქალია, 51% - კაცი.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა:

  • 0-დან 1 წლამდე ადამიანები - 1%;
  • 2-4 წლის ასაკი - 2%;
  • 5-14 წლის ასაკი - 6%;
  • 15-29 წლის ასაკი - 19%;
  • 30-39 წლის ასაკი - 18%;
  • 40-49 წლის ასაკი - 16%;
  • 50-59 წლის ასაკი - 18%;
  • 60-69 წლის ასაკი - 11%;
  • 70-79 წლის ასაკი - 7%;
  • 80 წლის და მეტი - 2%;

დადასტურებულ შემთხვევაში გამოხატული სიმპტომები

  • ცხელება/შემცივნება - 72%;
  • ხველა - 36%;
  • ზოგადი სისუსტე - 36%;
  • ყელის ტკივილი - 24%;
  • თავის ტკივილი - 17%;
  • სურდო - 15%;
  • სახსრების ტკივილი - 13%;
  • კუნთების ტკივილი - 12%;
  • ყნოსვის/გემოს ცვლილება - 11%;
  • დიარეა - 10%;
  • გულისრევა/ღებინება - 6%;
  • გულმკერდის ტკივილი - 5%;

30 აპრილის ჩათვლით, PCR ტესტირება ჩაუტარდა 15 904 ადამიანს.

კომენტარები